პოლიტიკური კრიზისი

EU-ს წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.  

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა, რომელზე ხელმოწერის მზადყოფნაც გამოთქვა ქართულმა ოცნებამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ და რესპუბლიკურმა პარტიამ. 

სხვა პარტიებს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მათ შორის არც ენმ-ს, თუმცა, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტის შინაარსს არ იზიარებენ.

შარლ მიშელის ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ პარტიები დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ, ხოლო აშშ-ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ის გიორგი რურუას შეიწყალებს.

კომენტარები