პოლიტიკური კრიზისი

პრეზიდენტი: მიკვირს, ოცნება ჩემი ნებართვის გარეშე ჩემს სახელს იყენებს არაერთხელ და ორჯერ

გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებით არაერთხელ, ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვის და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების სქემაზე. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვთვლი საჭიროდ, ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე.

მინდა ყველას შევახსენო ერთი მარტივი წესი - შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მოთითებებს თუ მოთხოვნებს ოპოზიციისგან თუ მმართველი პარტიისგან ან სხვისგან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების განცხადებას გამოეხმაურა. მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის ახალ შეთავაზებაზე აღნიშნა, რომ დოკუმენტის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პუნქტზე კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ, თუ გიორგი რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამას გააკეთებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ასევე, ევროკავშირი და აშშ გამოაცხადებს, რომ შეთანხმება შედგა. 

კომენტარები