პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: ჩვენი სამშობლო არ არის თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო, 15 მაისს ყველა შევიკრიბოთ

ამ ქვეყანაში მთავარ პრობლემად და უმთავრეს გამოწვევად მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი კადრულობს ყველაფერს. განსაკუთრებულად ეს არის ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა, როდესაც მეკითხებიან, უნდა ვიყო თუ არა პრაგმატული, მე არ შემიძლია, პრაგმატულად მივუდგე ჩემი მეგობრების ყოფნას ციხეში და ვითამაშო იმ გამოწვევებით, რომელსაც ჰქვია სასამართლოში წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობა, პოლიციის თავგასულობა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი გაჭირვება...

ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი, ნატო, ევროკავშირი და თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიუხედავად განსხვავებებისა, გვაქვს ერთი შეხედულება ჩვენს სამშობლოზე, რომ ის უნდა იყოს თავისუფალი და ის არ არის ერთი თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო, სწორედ ამიტომ 15 მაისს ყველა უნდა შევიკრიბოთ და ვუთხრათ ხელისუფლებას, თუ ისეთივე თავგასულები იქნებით, აუცილებლად გაიგებთ ადამიანების ხმას და თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების ხმას...

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ოპოზიციის შეკრებაზე, რომელიც რიყეზე მიმდინარეობს. 

კომენტარები