კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე გამოჩენა

მომავალი ერთი თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, თუ როგორ შევხვდებით ზაფხულს. ჩვენ თუ ეს ერთი თვე ძალიან არ დავიცავით წესები, რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება. ყველას გვახსოვს რა იყო ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისში. ძალიან გვინდა, რამენაირად გავძვრეთ ეს ერთი თვე, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი დიდი სუფრებისგან, საზოგადოებაში პირბადის გარეშე გამოჩენისგან. მე მესმის, ძალიან ძნელია, ამდენი ხანია, პირბადით დავდივართ, ყველას მობეზრდა, მაგრამ, ესაა ერთმანეთისადმი პატივისცემა, ურთიერთმოფრთხილების გრძნობა, ბოლო-ბოლო უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე გამოჩენა...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 16 აპრილს, პალიტრანიუსის ეთერში. 19 აპრილის დილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.93%, ბოლო 14 დღის - 3.06%, ბოლო 7 დღის - 3.58 %.

კომენტარები