განათლების სისტემა

IMF: 2019 წლის გეგმით განსაზღვრული 3 მილიარდი ლარი განათლებაში 2022 წელს არ დაიხარჯება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF)-ის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს 2019 წლის გეგმით განსაზღვრულ მშპ-ს 6%-ის განათლებაში ჩადებას,  შემცირებული ფისკალური სივრცის გამო. 

2022 წელს მშპ-ს 6%-ის განათლებაში ჩადების ინიციატორი იყო  საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც 2019 წელს გეგმა  "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" წარადგინა და ითვალისწინებდა განათლების სფეროს ეროვნულ პრიორიტეტად გამოცხადებას. ბახტაძის თქმით, სფეროში გაიზრდებოდა დასაქმებულთა ხელფასები, სწავლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. შედეგად, ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნად იქცეოდა რომლის უმთავრესი პრიორიტეტი "განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება" 

"სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 - 11%-იანი ზრდით". – ამბობდა მამუკა ბახტაძე 2019 წელს 

ამისათვის, 2020 წელს განათლების სფერო სახელმწიფოს 2 მილიარდი ლარით უნდა დაეფინანსებინა, რაც შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაიზრდებოდა და 2022 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა - ეს თითქმის ორჯერ მეტია 2021 წელს განათლებაში დახარჯულ თანხაზე.

2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი  1.8 მილიარდი ლარით განისაზღვა, მათ შორის სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1.03 მილიარდი ლარით დაფინანსდა

კომენტარები