პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: პრინციპულად დოკუმენტი მისაღებია, თუმცა, ხვალ, ყველა პუნქტს გავიტანთ პოლიტსაბჭოზე

დოკუმენტის ბოლო ორი საკითხი იყო ის საკითხი, რაზეც საბოლოო შეჯერება უნდა მომხდარიყო, პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა ლელო ამ ყველა პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და პოზიცია საბოლოოდ დააფიქსიროს. ასევე გეტყვით, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ, აქვე მინდა ვთქვა, რომ შეთანხმების მეორე მონაწილე ქართული ოცნება ბოლო წუთს ჩაეხსნა შეხვედრას და ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და იმპულსურად მოქმედებენ, რაც აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს...

თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მედიატორებთან შეხვედრის შემდეგ. 

მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს.

კომენტარები