პოლიტიკური კრიზისი

ზურა ჯაფარიძე: იმედი მაქვს, რომ შეთანხმების ახალი ტექსტი იქნება

რა ტექსტი იქნება, ინფორმაცია არ მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს. არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იყოს რამე ცვლილებები. ზოგადად, იმედი მაქვს რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. რაღაც ალბათობა მაინც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ. მანდ ორი საკითხი იყო - ეს იყო პოლიტპატიმრების საკითხი და ზოგადად პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება, ამ ორ პუნქტში უნდა იყოს, რაზეც ოპოზიცია შეიძლება დათანხმდეს, რა შეიძლება იყოს, წარმოდგენა არ მაქვს. ვიცი, რომ ოცნება და ოპოზიცია იქნება, იქნებიან მედიატორებიც.  

პირობა, რაც მედიატორებს ვუთხარი ნიკა მელიას გათავისუფლების, პირველ რიგში, მისაღები უნდა იყოს თავად მელიასთვის. ეს პუნქტები წინაზე, როგორც იყო გაშლილი დოკუმენტში, არ იყო მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, მაშინ არ მოვაწერ ხელს.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე. 

კომენტარები