კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით

რეზიუმეს სახით რომ ვთქვათ, ეპიდვითარება ბევრად უფრო გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში იყო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეკავების არავითარი ნიშანი არ გვაქვს. ქვეყანაში ისევ და ისევ არ იცავენ რეგულაციებს და რეკომენდაციებს, რაც ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების მთავარი რისკფაქტორია. ველოდებით, რომ გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში. ვადასტურებ, რომ მესამე ტალღა ნამდვილად არის. ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით. დაახლოებით 20-მდე კლასტერი იყო და ახლა უკვე ყველა რეგიონში გვაქვს შემთხვევების ზრდა.

IPN-ის ცნობით, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები