კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 818 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 18 822 ტესტი

iStock [illustration]

COVID 19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 818 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 18 822 ტესტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%.

18 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 295 358 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 280 915 გამოჯანმრთელდა, 3 939 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, ორ კვირაში ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  უკვე ცნობილია, რომ 4-11 მაისი უქმეებად გამოცხადდება. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები