შსს

შსს: დამამაძიმებელ გარემოებაში ძმის განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დავაკავეთ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 1969 წელს დაბადებული ბ.გ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ძმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ
მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები