ოჯახში ძალადობა

კასრაძე: ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის მაგალითია

მზარავს იმაზე ფიქრი, მე 18 წლის ქალიშვილი მყავს და ბიჭი 16 წლის და მე მზარავს იმის წარმოდგენა, რომ ასეთი რამე შეიძლება ჩემს შვილსაც გადახდეს, გოგოსაც და ბიჭსაც, და კიდევ უფრო მეტად ის მზარავს, რომ ჩემი შვილი შეიძლება იყოს მოძალადე.

ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამაში ყველაშია და ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის არის მაგალითი და თუ ამას ვერ ხვდება, ვინც მას აკრიტიკებს... ჩვენ ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. ძალიან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია, ასე უნდა შეაფასონ, სამართლებრივი შეფასება სხვა საკითხია...

თქვა მსახიობმა ნინო კასრაძემ ნინუცა მაყაშვილზე საუბრისას ფორმულას გადაცემა კომენტარში 

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

კომენტარები