დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!
ოჯახში ძალადობა
რეჟისორი: წლების წინ ჩემი თვალით ვნახე, როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს
tbl.ge/5ibr
დაკოპირდა

წერს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი Facebook-ზე.
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.
ამავე თემაზე
- ცოლს სცემდა და ემუქრებოდა - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს
- უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ბოლნისში ცოლი შვილების თვალწინ მოკლა
- ცოლზე ძალადობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
- ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა და ემუქრებოდა - შსს-ს თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს
- საგამოძიებო: შსს-ს თანამშრომელი მეუღლეზე შვილების თანდასწრებით ძალადობის ფაქტზეა მხილებული