კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 085 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 35 863 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7  ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 863 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი.  

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.03%-ია, 7 დღის - 2.67%, ბოლო 14 დღის კი 2.56%. 

1 085 ახალი შემთხვევიდან თბილისში 664 დადასტურდა, აჭარაში - 96, იმერეთში - 52, ქვემო ქართლში - 40, შიდა ქართლში - 31, გურიაში - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 120, კახეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

14 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 291 214 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 278 683 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 901 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში ინფიცირების 8 604 აქტიური შემთხვევაა. 426 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან  თბილისში 209 მკურნალობს, აჭარაში - 54, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 81 ადამიანია, მათგან თბილისში - 52, აჭარაში -10, იმერეთში კი - 7. 

კომენტარები