პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: ელჩები დამეთანხმნენ, რეფორმების გატარებისთვის ბოიკოტმა დადებითი შედეგი მოიტანა

ზუსტად ასეთი კითხვა დავუსვი ორივე ელჩს, მე და ბადრი ვიყავით შეხვედრაზე ერთი მხრივ და ორი ელჩი. მე მათ ვკითხე, როგორ გგონიათ, ასეთი ყურადღება დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულება, რეფორმის წყურვილი, სასამართლო რეფორმის ცვლილება, საარჩევნო რეფორმის ცვლილება ბოიკოტის გარეშე მიღწეული იქნებოდა? დამეთანხმნენ, რომ კი, ბოიკოტმა, ამ მხრივ, დადებითი შედეგი მოიტანა, თუმცა ისიც მითხრეს, რომ უკვე მთავრდება მოთმინების ფიალა და ბოლო რაუნდი, რომელსაც ყველა ველოდებით, უნდა იყოს შედეგიანი ჩვენი ქვეყნისთვის...

ამის შესახებ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები