პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: შეუძლებელია, ღარიბაშვილმა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი

ზურა ჯაფარიძე
კადრი ვიდეოდან/ფორმულა

პარტიის გირჩი - მეტი თავისუფლება ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერ დაიჯერებს, 8 წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ ქვეყნისთვის სასარგებლო რეფორმების გატარება დაიწყოს.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ძალაუფლებას ვალების აღებით ინარჩუნებენ, ხოლო "ქვეყნის ეკონომიკას დედა აღარ ჰყავს". პოლიტიკოსის თანახმად, ქვეყანაში აღარ შემოდის ფული, ინვესტიციები ნიშნული დაბალია, ლარი უფასურდება, კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ფონზე კი ქვეყანაში ტურისტები არ შემოდიან. 

"რამდენი ხანი შეიძლება რომელიმე მთავრობა ასე გადარჩეს? ეს ხომ შეუძლებელი ამოცანაა. ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს, რომ უნდა დავიჯეროთ ყველამ, რომ ეს ხალხი უცებ, 8 წლის მერე ხდება რაღაც სასწაული, გონება ეხსნებათ, უცებ გაბრწყინდებიან და უცებ დაიწყებენ სწორი რაღაცების კეთებას, რეფორმების გატარებას, რომლებიც ამ ქვეყანას ამოიყვანს ამ წუმპიდან. მე ამისი არ მჯერა. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ესენი [ქართული ოცნება] რამეს შეძლებენ. შეუძლებელია, მათ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნან. შეუძლებელია, ღარიბაშვილმა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი. ერთადერთი რაც შეუძლია ღარიბაშვილს, რომ ადამიანების ყურადღება მძიმე ეკონომიკური პრობლემიდან გადაიტანოს ნებისმიერ სისულელეზე. რაღაც სისულელეები ააფეთქოს, რომელზეც მედიის ყურადღება და შემდეგ ხალხის ყურადღება წავა". - თქვა ზურა ჯაფარიძემ გადაცემაში პოლიტმეტრში.

კომენტარები