2021 წელს გარდაცვლილები

"სოპრანოს კლანის" მსახიობი ჯოზეფ სირავო გარდაიცვალა

Screen Rant

65 წლის ასაკში, ამერიკელი მსახიობი ჯოზეფ სირავო, ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი საეკრანო პარტნიორი, მაიკლ იმპერიოლი ავრცელებს.

"ჩვენი მეგობარი და კოლეგა, ჯო სირავო გარდაიცვალა. ჯო შესანიშნავი მსახიობი და კარგი ადამიანი იყო, რომელიც ძალიან მოგვენატრება. მის მიერ განსახიერებული ჯონი ბოი სოპრანო ჩვენს მოგონებებში დარჩება. მას ასევე ფილმში The Wannabe ჯონ გოტის როლი აქვს შესრულებული, ჩემი აზრით, გოტი ეკრანზე მასზე კარგად არავის გადაუტანია. შევხვდებით შემდეგ სიცოცხლეში მეგობარო". – წერს The Sopranos-ის მსახიობი, კრისტოფერ მოლტისანტის როლის შემსრულებელი მაიკლ იმპერიოლი.

სირავო სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 70-იანი წლებიდან ასრულებდა როლებს კინოსა და ტელევიზიაში, ასევე აქტიურად თამაშობდა ბროდვეის სცენაზე. საყოველთაო პოპულარობა სერიალ The Sopranos-ში შესრულებულმა, ტონი სოპრანოს მამის, ჯონი ბოი სოპრანოს როლმა მოუტანა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Carlito's Way, Maid In Manhattan, Motherless Brooklyn.

კომენტარები