კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 374 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 37 524 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 37 524 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3,66%, ბოლო 14 დღის - 2,46%, ბოლო 7 დღის - 2,58%.

ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 116, იმერეთი – 97, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 80, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

7 958 აქტიური შემთხვევიდან მძიმე პაციენტია 400,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი - 81 პირი იმყოფება. 

13 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 290 129 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 278 251 გამოჯანმრთელდა, 3 894 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, ორ კვირაში ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  უკვე ცნობილია, რომ 4-11 აპრილი უქმეებად გამოცხადდება. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები