პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: დოკუმენტი, რომელიც განხილული იქნება ჩვენ მიერ, უნდა ეყრდნობოდეს მიშელის ჩარჩოს

ჩვენთვის პრინციპულია, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად პოლიტპატიმრები მელია და რურუა იყვნენ თავისუფლები, პოლიტიკური დევნა შეწყდეს. რა ფორმით იქნება ეს მიღწეული, მეორეხარისხოვანია, ოღონდ ყველა შემთხვევაში ეს ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ, ეს ადამიანები უნდა იყვნენ თავისუფლები. ეს მოხდება იმ გზით, რაც მედიატორის დოკუმენტში იყო ნახსენები, ამნისტიის გზით თუ რაიმე სხვა გზით, არ არის არსებითი ჩვენთვის. 

ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იქნას შემოთავაზებული და რომელიც იქნება განხილული ევროპული საქართველოს მიერ, უნდა ეყრდნობოდეს იმ ჩარჩოს, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა თვითონ და რა ჩარჩოს ფარგლებშიც მიეცა მას მედიატორობის მანდატი როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისგან, მათ შორის ევროპული საქართველოსგან. საკითხები, რომლებიც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშია მოცემული, მათ შორისაა საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმის საფუძვლების ჩაყრა, მაგრამ გამხსნელი საკითხებია ვადამდელი არჩევნების და პოლიტიკური საქმეების, ამის გარშემო ნებისმიერ დოკუმენტი ჩვენს მიერ, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სერიოზულად...

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. ნახეთ, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში

კომენტარები