თეა წულუკიანი

წულუკიანი: სამინისტრო იქნება, როგორც ოჯახში არის 3 ბავშვი – კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა

ბევრს რომ ვფიქრობ, ვფიქრობ იმას, რომ ეს სამინისტრო იქნება, დაახლოებით, ისე, როგორც, როდესაც ოჯახში არის სამი ბავშვი, რომელსაც თანაბარი მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება - ეს არის კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. 

თუმცა, ალბათ, კიდევ უფრო კარგი იქნებოდა, თუკი ვიტყოდით, რომ ეს არის ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თუმცა, მას ასე ოფიციალურად არ ჰქვია. ამით იმაზე მინდა მინიშნება გავაკეთო, რომ, თუ ჩვენ კულტურა უნდა შევინარჩუნოთ, თუ ხელოვანებს ხელი უნდა შევუწყთ, რომ კიდევ უფრო დიდი ფოიერვერკები აკეთონ ქართული კულტურის სახელით და სპორტსმენებმა გვასახელონ, მაგრამ, არა მხოლოდ ასევე სპორტული ცხოვრება იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების  და ახალგაზრდობის ნაწილი, ეს ყველაფერი განა რისთვის კეთდება, თუ არა ახალგაზრდობისთვის? 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედთან ინტერვიუში.

კომენტარები