კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ამ ეტაპზე, არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ იქნება

გუშინწინ საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე - რა, როგორ უნდა გაკეთდეს და ა.შ. ამ ეტაპზე, არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იქნება გამკაცრებული კონტროლი იმ შეზღუდვებისა და რეკომენდაციების აღსრულებაზე, რაც ქვეყანაში არის დაწესებული - კარანტინი, დიდი თავშეყრები.  

ყველა კლასტერი, რომელიც კი დაიწყო ქვეყანაში, სუფრებთან და წვეულებებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, ბევრი თხოვნისა, ჩვენი მოსახლეობა მაინც არ იკავებს თავს. ცეცხლს ვეთამაშებით, არ გვინდა, ნოემბერი და დეკემბერი კვლავ გაიაროს ქვეყანამ

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

11 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 288 396 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 277 303 გამოჯანმრთელდა, 3 877 კი გარდაიცვალა.

კომენტარები