ევროპული საქართველო

ბობოხიძე: ლიდერები იბადებიან მხოლოდ კონკურენციაში და არა გზების დათმობით

ჯერჯერობით, მე ვიცი ერთი რამ - დასავლეთს თუ ვინმე არწმუნებს არა მარტო ჩვენი პარტიის, არამედ, ოპოზიციის სამოქმედო გეგმების სისწორეში, არის სწორედ ევროპული საქართველოს ლიდერები.

ასევე, ვერ დავეთანხმები მეორე რამესაც, რომ ლიდერები იბადებიან გზების დათმობით, ლიდერები იბადებიან მხოლოდ კონკურენციაში და, მათ შორის, ბატონი დავითი ვერ დამისახელებს ვერც ერთ ლიდერს, რომელიც ასპარეზზე გამოჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვინმემ გზა დაუთმო, ყველა ლიდერი, მათ შორის ბატონი დავითიც, პოლიტიკაში თავის თავს იმკვიდრებდა და დღემდე იმკვიდრებს მხოლოდ კონკურენციის პირობებში.

ევროპული საქართველოს ახალარჩეული გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე. ბაქრაძის თქმით, "პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას". დავით ბაქრაძის გარდა, ევროპული საქართველო გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა დატოვეს.

კომენტარები