ევროპული საქართველოს ყრილობა

ბობოხიძე: ყოველთვის სჯობს, პარტიამ არაფერი შეფუთოს და ვიყოთ ის, რაც ვართ

"მინდა, პარტიის თავმჯდომარედ წარმოვადგინო ბატონი გიგა ბოკერიას კანდიდატურა. ბევრი ვნებათაღელვის მიუხედავად, მე მგონია, რომ ყოველთვის სჯობს, პარტიამ კი არ შეფუთოს რაღაცები, არამედ რეალურად, როგორც ვართ, რაც ვართ, ვიყოთ მკაფიო ჩვენს პოზიციებში, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მესიჯებში. ჩვენს ამომრჩეველს თუ ვინმე ან რამე დააბნევდა, იყო ის, რომ მესიჯები ხანდახან იყო წინააღმდეგობრივი. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენს პარტიას ხელს შეუწყობს კრისტალიზაციაში  და ჩვენ ვიქნებით ის პარტია, რომელიც ბოლომდე და შეუქცევადად შეასრულებს იმ როლს, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი მონაწილეობის გარეშე იქნება შეუძლებელი."

განცხადება  გააკეთა პარტიის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ, ევროპული საქართველოს ყრილობაზე, გიგა ბოკერიას პარტიის თავმჯდომარედ წარდგენის დროს.

კომენტარები