კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე სააღდგომო შეზღუდვებზე: გვექნება საპატრიარქოსთან შეხვედრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის თქმით, საპატრიარქოსთან შეხვედრები გაიმართება, რათა გადაწყდეს, თუ როგორ ჩატარდება 2021 წლის აღდგომა, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. 

"ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომა, ეს ყველაზე დიდი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის, აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება. მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს ის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობ, რომ ისეთ შეთანხმებამდე მივალთ, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც" - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ შესაძლო წინასააღდგომო შეზღუდვები, ინფიცირებულთა კლასტერების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, 1-ელ აპრილსაც ახსენა.

"თუ ეს კლასტერები გამრავლდა და შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება, რაც ორმაგად დამთრგუნველია განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომისშემდგომ პერიოდში" - თქვა ამირან გამყრელიძემ.


გასულ წელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვის ჩატარებას და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას.

 

ე.წ "კომენდანტის" მიუხედავად 19 აპრილს სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია ჩვეულებრივ ჩატარდა - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბა და იქაურობა, დაახლოებით, 9 საათის განმავლობაში, 06:00 საათამდე არ დაუტოვებია. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან მიღწეულ შეთანხმებას უწოდებდა.

ამასთან სახელმწიფომ სასულიერო პირებისთვის, სტიქაროსნებისთვის, მგალობლებისა და მედავითნეებისთვის პრივილეგიის სახით გამონაკლისი დაუშვა და მათ ავტომობილებით გადაადგილების ნებაც დართო მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებისთვის ეს უფლება აკრძალული იყო.

კომენტარები