კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ არ გავამკაცრეთ დისციპლინა და აღსრულება, III ტალღა გვექნება სერიოზული

ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. სხვა ინდიკატორებიც უარესდება,  მხედველობაში მაქვს დადებითობის მაჩვენებელი, ასევე, რეპროდუქციის ანუ გადამდებლობის ინდექსი. იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვიც, ანუ მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე.

თუ ყველა ამ საკითხზე არ გავამახვილეთ ყურადღება და არ გავამკაცრეთ დისციპლინა და აღსრულება, მაშინ, რა თქმა უნდა, მესამე ტალღა გვექნება სერიოზული

უთხრა ამირან გამყრელიძემ TV იმედს.

კომენტარები