პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი მოლაპარაკებაზე: კომპრომისის გზაზე გამბედაობა და ვაჟკაცობა არცერთ მხარეს არ ეყო

ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის  წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არცერთ მხარეს კომპრომისის გზაზე გამბედაობა და შეიძლება კიდევაც ვაჟკაცობა.

ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროცესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული დეტალები და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება.

ოპოზიციას კი, იმისთვის, რომ გარედან შანტაჟისა და წნეხისაგან გათავისუფლებულიყო, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკურად ერთადერთი მისაღები გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებისა, პარლამენტში, სადაც იხსნება, რეალურად, ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები, მათთვის, ვისაც რეალურად პოლიტიკური მოღვაწეობა სურთ.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები