კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ყველაზე ნაკლებად სასურველია

სკოლებში დღესაც მოდელი არის ჰიბრიდული, რიგ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში დგინდება კორონავირუსი, სკოლები გადადიან დისტანციურ მოდელზე, ეს მოდელი მათ საშუალებას აძლევს, მეტი მოქნილობა ჰქონდეთ და შეინარჩუნონ საკლასო გარემოში სწავლის შესაძლებლობა და გააგრძელონ სასწავლო პროცესი. სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არის ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილება და, უმჯობესია, ბავშვებმა გააგრძელონ საკლასო გარემოში მეცადინეობა, თუმცა, თუკი ეპიდემიური სურათი ამის საშუალებას არ მოგვცემს, რა თქმა უნდა, მეტად მოგვიწევს ჰიბრიდული, დისტანციური რეჟიმის გამოყენება...

თქვა ჯანდავის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები