ნიკა მელიას საქმე

ადვოკატი: თუ მელიას გაათავისუფლებენ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, როგორც დაკავება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯომარის, ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება. როგორც მისი ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, სასამართლო, სავარაუდოდ, მის აღკვეთის ღონისძებას, პატიმრობას გადასინჯავს. მისივე თქმით, თუ მელიას გაათავისუფლებენ, ეს, ისევე როგორც მისთვის პატიმრობის შეფარდება, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. 

"უბრალოდ, სასამართლოს მიერ მოხდება იმ გადაწყვეტილების გამჟღავნება, რომელსაც საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება მიიღებს. როგორც ნიკა მელიას დაკავება და დაპატიმრება იყო პოლიტიკური აქტი, თუ იქნება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ესეც, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილენა, უბრალოდ, სასამართლო იქნება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი და გამხმოვანებელი". - ეუბნება კონდახიშვილი ფორმულას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები