მუსიკალური ჯგუფი The Black Eyed Peas-ის წევრი, will.i.am, სამედიცინო ნივთების ბაზარზე ახალი, მაღალტექნოლოგიური პირბადით შემოდის, რომლის ღირებულება 299 დოლარი იქნება.
will.i.am-ის პირბადე კომპანია Honewell-თან თანამშრომლობით შეიქმნა და მას XUPERMASK ჰქვია.
გარდა იმისა, რომ XUPERMASK-ი ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა, მას დამატებითი ფუნქციებიც აქვს, კერძოდ, საჰაერო ფილტრები, ორი გამაგრილებელი ვენტილატორი, Bluetooth კავშირი, LED განათება, ყურსასმენები, მიკროფონი და ბატარეა, რომელიც თითქმის 7 საათი ძლებს.
XUPERMASK-ზე კომპანია SpaceX-ის დიზაინერი, ჟოზე ფერნანდესი მუშაობდა.
ეს will.i.am-ის ტექნოლოგიურ სექტორში გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. ის კომპანია Tesla-სა და Beats Electronics-ის წილების მფლობელია, იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა Intel-თან.
XUPERMASK-ი მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი და ის ხელმისაწვდომი 8 აპრილიდან გახდება.