პირბადე

პირბადის ტარების წესის მეორედ დარღვევისთვის 50 ლარით დაჯარიმდებით - პროექტი I მოსმენით მიიღეს

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 50 ლარით დაჯარიმდება, პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა პირველ ჯერზე 20 ლარით ჯარიმდება როგორც ღია, ისე დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას.

პროექტის ავტორები არიან უმრავლესობის დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე და ვლადიმერ კახაძე.

კომენტარები