სამთავრობო ტროლები

მასწავლებლები, კოორდინატორები და საჯარო მოხელეები – კაპანაძის ტროლების ჩამონათვალი

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე წერს, რომ შეამოწმა, ვინ იყო მის პოსტზე დაწერილი 300-ზე მეტი კომენტარის ავტორი. კაპანაძის ინფორმაციით, მათ შორის ქართული ოცნების კოორდინატორები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები აღმოჩნდნენ.

"აღმოჩნდა, რომ კომენტარების ავტორები არიან.... (თანმიმდევრობით, გამეორებები ამოღებულია)

ქართული ოცნების კოორდინატორები (12), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (3), აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სოფლის განვითარების სამსახურის, სკოლების (მასწავლებლები - სულ 6), ბორჯომის, საჩხერის, ზესტაფონის , ოზურგეთის, ადიგენის, ზესტაფონის, ტყიბულის, ოზურგეთის, ტყიბულის, თერჯოლის, ჭიათურის, საჩხერის, გორის, ტყიბულის, თიანეთის, გორის, ჭიათურის, გურჯაანის, თელავის, ყვარელის, სამტრედიის, სამტრედიის, ჩოხატაურის, ჭიათურის, ტყიბულის, ხარაგაულის, ოზურგეთის, მარნეულის, გარდაბნის, თერჯოლის, თელავის, თბილისის საკრებულოს, ლაგოდეხის, ქუთაისის, ადიგენის, თერჯოლის, თერჯოლის, თერჯოლის, ზესტაფონის, თბილისის საკრებულოს, ოზურგეთის, ზესტაფონის, კასპის, თბილისის ისნის რაიონის, ლაგოდეხის, ბათუმის, ოზურგეთის, ხონის, ხობის, ონის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ქუთაისის, მესტიის, ჭიათურის, ცაგერის, გორის, საჩხერის, წალკის, ახალქალაქის, ბათუმის, ქობულეთის, ლანჩხუთის, ლაგოდეხის, სიღნაღის, თბილისის/ჩუღურეთის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ბათუმის, გორის, საგარეჯოს თანამშრომლები (მათ შორის, 5 საკრებულოს წევრი) და.... საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთი წევრი. შე უბედურო, შენ როგორღა მოხვდი ამ გაუგებრობაში.

რა თქმა უნდა, ეს ხალხი არავის დაუორგანიზებია. არც (დებილ) მამუკა მდინარაძეს და არც დიტო სამხარაძეს. თავისით ორ საათიან მონაკვეთში უცბად გაბრაზდნენ, შემოვარდნენ ჩემთან და შემდეგ ერთბაშად ჩაუცხრათ ბრაზი". - წერს სერგი კაპანაძე.

კაპანაძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადამიანმა მისწერა, "ბოდიში, რომ გაგინებ, მაგრამ უფროსმა დამავალა და რომ არ ვქნა, მომხსნისო. ისე, დიდ პატივს გცემო".

"არქიფო სეთური იამაყებდა". – წერს კაპანაძე.

კომენტარები