საუდის არაბეთი

მექაში მხოლოდ COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტის მქონე მომლოცველები დაიშვებიან

მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთი 2020 წელს, რამადანის თვე

საუდის არაბეთის თქმით, რამადანის თვეში, რომელიც ისლამის მიმდევრებისთვის უწმინდესი თვეა, ქალაქ მექაში ჰაჯის შესასრულებლად მხოლოდ ის მომლოცველები დაიშვებიან, ვისაც COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი აქვს.

იმუნიტეტის მქონე ადამიანებში მოიაზრებიან სამი ჯგუფის წარმომადგენლები: 1. ვინც ვირუსი გადაიტანა და ანტისხეულები აქვს; 2. ისინი, ვისაც ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ორი აცრა აქვს გაკეთებული; 3. ისინი, ვისაც ვაქცინის პირველი დოზა აქვს მიღებული და აქედან მინიმუმ 14 დღეა გასული.

ამ წლის რამადანის თვეში უმრასა და ჰაჯის რიტუალის შესრულება, ასევე მექას მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთში ლოცვებზე დასწრება მხოლოდ ამ სამი ტიპის მომლოცველებს შეეძლებათ.

იგივე შეზღუდვები იმოქმედებს მედინაში, წინასწარმეტყველი მუჰამედის მეჩეთშიც.

პანდემიის გამო, რამადანის თვემ მექაში 2020 წელსაც ხალხმრავლობის გარეშე ჩაიარა და ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ათასი მომლოცველის შესვლა დაუშვეს.

კომენტარები