კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები რომ არ დაგვჭირდეს, დავიცვათ რეკომენდაციები

დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც არის დღეს დაწესებული. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიების შემოღება ქვეყანაში. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსიურად ინფექციის გავრცელებამ, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების. ჩვენ ვდგავართ შიდა გავრცელების და მესამე ტალღის წინა ეტაპზე...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.  

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 897 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.65%-ია. 6 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი გარდაიცვალა.

კომენტარები