ქართული ოცნება

სუბარი: ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, გახარია იყოს ოპოზიცია და არა ენმ და სხვა კრიმინალები

ჯერ პარტია შექმნას და მერე ვილაპარაკოთ მის შესაძლებლობებზე... რა თქმა უნდა, ზოგადად გაცილებით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, რომ გახარია იყოს ოპოზიცია და არა ნაციონალური მოძრაობა და სხვა კრიმინალები უბრალოდ, რომლებსაც ადამიანების სისხლში აქვს ხელი გასვრილი და რომლებმაც დააკანონეს წამება საქართველოში, რომლებმაც გაყიდეს საქართველოს ტერიტორიები, გარეჯი კმარა ამისთვის...

... მაინც გახარიას დავუბრუნდები, რაღაცნაირად გაჩნდა ეჭვი, ეს ხომ არ არის ქართული ოცნების თამაში, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ეს ნამდვილად ასე არ არის, შემიძლია, ამაში დავარწმუნო ყველა, ქართული ოცნება არის ძლიერი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ძალა სწორედ ის არის, რომ მან შექმნა გუნდი, რომელშიც არის ძალიან ბევრი ლიდერი, ვიღაცის წასვლა, ვიღაცის შემოსვლა ამ გუნდში რყევებს არ იწვევს, ეს გუნდი სტაბილურად მეცხრე წელია იგებს ყველა არჩევნებს, იგენს ყოველგვარი გაყალბების გარეშე და იგებს სწორედ თავისი ერთგული მხარდამჭერების იმედად, ასე რომ თუ ოპოზიცია არ მოეგება გონს და არ შემოვა პარლამენტში, გამოჩნდებიან ძალები, ვინც მის ადგილს დაიკავებენ, იქნება ეს გახარია თუ იქნება სხვა ვინმე...

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები