კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: მაღალ სტრესულ გარემოს, რაც პიკში გვქონდა, სამედიცინო სექტორი რთულად გადაიტანს

სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა, მორალურად რამდენად გაუძლებს იმას, რაც სისტემამ გადაიტანა ნოემბერ-დეკემბერში, ძალიან რთული სათქმელია. ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკიდურესად მაღალი იყო, საწოლფონდი, რა თქმა უნდა, მზადაა, ასევე მზადაა პირველადი ჯანდაცვა, კოვიდ-სასტუმროები, მაგრამ, ასეთი მაღალ სტრესულ გარემოს, რომელიც ჩვენ გვქონდა პიკურ პერიოდში, ნოემბერ-დეკემბერში, სამედიცინო სექტორი, ვფიქრობ, რომ ძალიან რთულად გადაიტანს და ჩვენ უკვე გვესმის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები, რომ საზოგადოება ფრთხილად იყოს, რათა არ მივიღოთ შემთხვევების ესკალაცია...

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 6 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 12 846 პირია აცრილი, ამ რიცხვში შედიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც, ქვეყანაში ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო.

კომენტარები