შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ნ.დ. 4 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრის, ირაკლი ფანგანის ცემის გამო ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ი.ფ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 აპრილს ალტერნატივას წევრს, ირაკლი ფანგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ცნობით, ფანგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



