აქტივისტები

აქტივისტები: პარლამენტთან ალტერნატივას წევრს, ირაკლი ფანგანს სცემეს

პარლამენტის წინ კარვებში მყოფი აქტივისტების ინფორმაციით, ალტერნატივას წევრს, ირაკლი ფანგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ცნობით, ფანგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა, ლაშა ხუსკივაძემ ტაბულას უთხრა, შემთხვევა, დაახლოებით, 1 საათის წინ მოხდა. 

"პოლიტიკური საფუძვლი ჰქონდა, უთხრა, რა გინდა ამ კარავშიო". - ამბობს ხუსკივაძე. 

მისივე თქმით, პირი, რომელმაც აქტივისტს სცემა, გაიქცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

კომენტარები