IRI-ის კვლევა

მთავრობის მიერ პანდემიის მართვით კმაყოფილთა რიცხვი თებერვალში 20%-ით შემცირდა

საქართველოს მთავრობა

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ივნისთან შედარებით,  თებერვალში 20%-ით ნაკლები ამბობს, რომ კმაყოფილია მთავრობის პოლიტიკით პანდემიის წინააღმდეგ, აქედან 19%-ით მეტი ამბობს, რომ უკმაყოფილოა, აქედან 13%-თ მეტი ამბობს, რომ ძალიან უკმაყოფილოა.

ჯამში, თებერვალში 59% ამბობს რომ კმაყოფილია ხელისუფლების პოლიტიკით COVID-19-ის წინააღმდეგ, 39% – უკმაყოფილო. 

რაც შეეხება პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ პრობლემებს, აქაც შემცირებულია მოსახლეობის მხარდაჭერა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, ივნისთან შედარებით, თებერვალში 11%-ით ნაკლები ამბობს, რომ კმაყოფილია, ხოლო 12%-ით მეტი – უკმაყოფილო.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

 

 

კომენტარები