IRI-ის კვლევა

IRI: 63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდა, უმუშევრობა მთავარი პრობლემაა

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 63% ამბობს, რომ ოჯახში ეკონომიკური მდგომარეობა გაუუარესდა, აქედან 20% ამბობს, რომ ძალიან გაუუარესდა. მეორე მხრივ, 1%-ზე ნაკლები ამბობს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახში გაუმჯობესდეს.

კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში, უმრავლესობა უმუშევრობას ასახელებს:

  1. უმუშევრობა(65%)
  2. მაღალი ფასები(37%)
  3. სიღარიბე (26%) 
  4. COVID-19 (16%)

ჯამში, მოსახლეობის 76% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, აქედან 39% ამბობს, რომ ძალიან გაუარესდა.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

 

კომენტარები