კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ამ ეტაპზე, პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვებია მთავარი მექანიზმები

მობილიზებულია 4500 საწოლი, ასევე, დაახლოებით, რეანიმაციის 800 საწოლია მობილიზებული. კლინიკური სექტორის რესურსი გავიარეთ, ვიცით, რაც არის და ასევე ვიცით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები. ის, რომ კლინიკურ სექტორს რესურსი არ ეყოფა, ამისი პრობლემა დღეს ნაკლებად დგას, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა ის, რომ ჩვენ ასეთ მაღალ დატვირთვაზე არ უნდა გავიდეთ, რადგან ვიცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნება მაღალი და მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ შემთხვევების ესკალაცია. ასე რომ, ამ ეტაპზე, პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები იქნება ჩვენთვის მთავარი მექანიზმები...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. 5 აპრილის დილის მონაცემებით, COVID 19-ის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.1 %.

კომენტარები