კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 228 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 9 211 ტესტი

ABC

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 9 211 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  425 პაციენტი.   

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.1 %.

ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან თბილისში 111 გამოვლინდა, აჭარაში - 16, იმერეთში - 19, ქვემო ქართლში - 5, შიდა ქართლში - 17, გურიაში - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 20, კახეთში - 5, მცხეთა-მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც 1 876 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 218 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 3 095 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 364 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პაციენტი. 

5 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 061 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 024 გამოჯანმრთელდა, 3 822 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

კომენტარები