პოლიტიკური კრიზისი

კენტი: ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები, რაც დემოკრატიისადმი ერთგულებას დაადასტურებს

საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს. იქნება ეს რეგიონალური გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის ომის შემდეგ, თუ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კოვიდ კრიზისის შემდეგ. ეს ის დიდი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს ლიდერებმა კონცენტრაცია უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნებს მიაღწიოს. მისმა ლიდერებმა უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს და ქვეყანას წინ წაწევს იმის ნაცვლად, რომ კინკლაობაში ყველაფერი გაანადგურონ...

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც TV პირველის ეთერში გავიდა.

კომენტარები