პოლიტიკური კრიზისი

კენტი: ქართველებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს 2018 წელს

როგორც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ქართველებს ვუთხარი, სომხეთმა, ქვეყანამ რომელსაც სუფთა არჩევნები ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია, 2018 წელს ჩაატარა არჩევნები, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო იყო. თუ ამის გაკეთება სომხეთს ახლა შეუძლია, საქართველოს ეს უკვე ბოლო 15 წელია შეუძლია. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ხალხს, რომლებიც არჩევნებს უწევენ ადმინისტრირებას, ხალხს, რომლებსაც ისინი ირჩევენ, რატომ არ შეიძლება ჩვენც ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს. და თუ ეს ასე არ არის, ხალხს აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს იმაზე, იყო თუ არა მთავრობის განზრახვა, არ ჩაეტარებინათ ყველაზე სუფთა და სამართლიანი პროცესი...

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში

კომენტარები