პოლიტიკური კრიზისი

კენტი: ჩვენი კერძო გზავნილი გაცილებით მკაცრია, ვიდრე საჯარო

ჩვენი საჯარო და კერძო გზავნილები სხვადასხვანაირად არის კალიბრირებული. კერძო მესიჯები ხშირად გაცილებით მკაცრი და პირდაპირია. ვიტყოდი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც იტყვის, რომ არ იცის, ჩვენ რას ვფიქრობთ, ბოლომდე გულახდილი არ იქნება. მათ ელჩი დეგნანისგან, პირდაპირ ჩემგან, სხვა ოფიციალური პირებისგან, პირდაპირ ესმით ჩვენი მოსაზრებები. ჩვენი მოლოდინები მკაფიოა, საქართველოს ლიდერებისგან მოველით სწორი ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ მოველით, რომ შეთანხმება შედგეს და მოლაპარაკებები ისე არ წარიმართოს, რომ მან შეთანხმების ნაცვლად უთანხმოებამდე მიგვიყვანოს. საქართველოს წინსვლისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მხარეებმა უნდა შეძლონ ამ პოლიტიკური უთანხმოების მომენტის გადალახვა და რეალურ საკითხებზე კონცენტრირება. იქნება ეს რეგიონული უსაფრთხოების ასპექტი, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება და ის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ძალიან რთულ რეგიონში...

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც TV პირველის ეთერში გავიდა.

კომენტარები