პოლიტიკური კრიზისი

კენტი სააკაშვილი-ივანიშვილზე: დიალოგში გარე ძალების ჩართვა პროცესს არ ეხმარება

ბევრი ქვეყნის პოლიტიკაში წარმოდგენები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალობა. ის რაც თქვენ აღწერეთ, სწორედ ეს შეხედულებაა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან არჩეული, რომლებიც არ არიან საჯარო სამსახურში, საბოლოო ჯამში არიან გადაწყვეტილებების მიმღებები. ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია დემოკრატიული პროცესისთვის. ადამიანები უნდა იყვნენ არჩეული ან დანიშნული საჯარო თანამდებობებზე იმისთვის, რომ მათ ანგარიშვალდებულება დაეკისროთ ხალხისა და ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც ხალხმა აირჩია და მანდატი მისცა. ანგარიშვალდებულება მათ უნდა დაეკისროთ, დიალოგში გარე ძალების ჩართვა, როგორც წესი, პროცესს არ ეხმარება...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ჩაერიონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში. ინტერვიუ TV პირველის ეთერში გავიდა.

კომენტარები