მე-9 მოწვევის პარლამენტი

TI: IX მოწვევის პარლამენტში საარჩევნო და სასამართლო რეფორმა ხარვეზებით განხორციელდა

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მე-9 მოწვევის პარლამენტის შეფასების ანგარიშის თანახმად, ამ მოწვევის პარლამენტში მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებას.

ორგანიზაციის ანგარიშში პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, სექსუალური შევიწროების შესახებ ინიციატივა, ბავშვის უფლებათა კოდექსი, შშმ პირებზე ახალი კანონი, ელექტრონული სამაჯურით მოძალადის ზედამხედველობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის – "სტამბოლის კონვენციის" რატიფიცირება და მისგან გამომდინარე ცვლილებები.

პოზიტიური კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: ეთიკის კოდექსი, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა, ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი რეგულაცია.

ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ  შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისა და დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის წესის ცვლილება, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა, თვითმმართველობის ერთეულების გაუქმება.

კომენტარები