პოლიტიკური კრიზისი

კანდელაკი: ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ წნეხი ქართულ ოცნებაზე გაიზრდება

მე ვფიქრობ, ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება ძალიან ნათლად აღწერს შექმნილ ვითარებას და პასუხისმგებლობასაც. ნათლად არის ნათქვამი, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რა თქმა უნდა, და აუცილებლობაზე, რომ ორ საკითხზე, ორ მნიშვნელოვან, მოკლევადიან საკითხზე, რაც იყო პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი 6-პუნქტიანი ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი, ეს არის: როგორც ვადამდელი არჩევნების საკითხი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ამ ორ საკითხზე უნდა იქნეს მიღწეული შეთანხმება. ასე რომ, ეს განცხადება ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ წნეხი ქართულ ოცნებაზე მხოლოდ გაიზრდება და ეს ასე იქნება, როგორც ქვეყნის გარედან, რისიც დასტურიც არის მოცემული განცხადება და, ასევე, რა თქმა უნდა და აუცილებლად, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტარების საერთო განნცხადებას გამოეხმაურა.

კომენტარები