სახლების დემონტაჟი

მერია: დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი დაიწყეს. 

მერიის განცხადების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს და მოკვლევა 2 თვის წინ დაიწყო. 

"მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო". - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

კომენტარები