ქართული ოცნება

თალაკვაძე: კახი კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე

კახი კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია, ჩვენ მასთან ერთად არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არაერთი მნიშვნელოვანი პირობა და მნიშვნელოვანი პროექტიც გვაქვს განხორციელებული ერთად. კახი კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც ტოვებს თამაშს ვადამდე, ტოვებს თამაშს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს. მე გარწმუნებთ, რომ ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს ბოლომდე და ჩვენი გუნდი ერთად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თბილისელებისთვის მიცემული პირობებიც იყოს შესრულებული მაქსიმალურად, რის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გვაძლევდა...

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ის ეთერში დედაქალაქის მერზე, კახა კალაძეზე.

კომენტარები