მნიშვნელოვანია, რომ ჩინურ ვაქცინას აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის რეკომენდაცია, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. რაც შეეხება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას, ის ელოდება აკრედიტაციას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია WHO-სთან, მივიღებთ დამატებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქმედება ჩინურ ვაქცინასთან მიმართებაში და მოსახლეობასაც მივაწვდით დამატებით ინფორმაციას. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა გაცილებით უფრო მაღალია, ვინაიდან, ის ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული, აქედან გამომდინარე, ესეც გასათვალისწინებელია.
tbl.ge/5hjk
დაკოპირდა
ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. მიმდინარე კვირის ბოლოს ჩინეთიდან გამოიგზავნება Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა, რომელიც ქვეყანაში მომავალ კვირაში შემოვა.
ამავე თემაზე
- რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება – გაბუნია
- ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები უკვე აღირიცხა, რისკ-ჯგუფები ყურადღებით უნდა იყვნენ
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 ოქტომბერს დაიწყება – ვის შეეძლება უფასოდ აცრა (სია)
- გამყრელიძე: გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აცრილა
- გამყრელიძე ვაქცინაციაზე: რთული იყო ამ ამინდებში სოფელ-სოფელ სიარული, აპრილიდან აღვადგენთ