პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მოსპო ყველა რესურსი, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო

ჩვენ არ გვქონდა დაყენებული არცერთი ულტიმატუმი მოდერატორის და იმ დიპლომატების წინაშე, ვინც წარმართავდა ამ დიალოგს. ოპოზიციას ჰქონდა ორი ულტიმატუმი, ერთი უკავშირდებოდა პლებისციტს, მეორე რურუას თემას. იყო ერთი წრე მოსაზრებების გაცვლის, ოპოზიციას ჰკითხა დანიელსონმა მოსაზრებები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით და როცა ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა თქვა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მან მოსპო ყოველგვარი რესურსი, იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო თავისი არაკონსტრუქციული მიდგომით... 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ. 

გუშინ, 30 მარტს, 9-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საბოლოო შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. 

ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ

კომენტარები